ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს

ნახვები: 491 სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს.

სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ანა დოლიძეს.

როგორც დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება და ამაში პრეზიდენტის მონაწილეობაა საჭირო.

„პრეზიდენტი ახლა დაბრუნდა დასავლეთიდან, შეხვდა პარტნიორებს და ბუნებრივია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება. პრეზიდენტის შუამავლობით პოლიტიკური კონსულტაციებიც დაიწყება პოლიტიკურ პარტიებს შორის. საუბარია, როგორი კონტურები უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, ამას კი პრეზიდენტის მონაწილეობა სჭირდება. ეს არის პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტიები მთავარ როლს ვთამაშობთ. რამდენიმე კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გარდამავალი პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ ცაიტნოტში არ მოვყვეთ. ვინ იქნება ამ პროცესებში, რა როლი ექნება პრეზიდენტს და რა როლს დავიკავებთ პოლიტიკური პარტიები, ამას მომზადება სჭირდება.

რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებს, ყურადღება არის დიდი, რომ საქართველოში იყოს მშვიდობიანი, სამართლიანი, დემოკრატიული და გარდამავალი არჩევნები. პრეზიდენტის თქმით, ჩვენი პარტნიორები გვიდგანან გვერდით და გვაქვს მათი, როგორც პოლიტიკური, ასევე მატერიალური მხარდაჭერა. პრეზიდენტი გარკვეული ხიდია შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ჩვენსა და დასავლელ პარტნიორებს შორის. პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა და სწორიც არ მგონია, რადგან საარჩევნო კამპანიიდან ყურადღება, კონკრეტულ პირებზე არ უნდა გადავიდეს“, – განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ნათია მეზვრიშვილს ხვდება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენელთანაც გამართავს შეხვედრას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა