ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სუჰეილ ჰუსეინ ჰუსეინი, რომელიც „ჰეზბოლას“ ლოგისტიკურ შტაბ-ბინას ხელმძღვანელობდა და „ჰეზბოლას“ ჯიჰადის საბჭოს წევრი იყო, გუშინ, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.
„ჰუსეინი ირანსა და „ჰეზბოლას“ შორის იარაღის გადაცემისას მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფებს შორის იარაღის განაწილებაზე პასუხს აგებდა“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.