War update: 312 clashes on front lines over past day, Pokrovsk axis most active
Russian army loses 1,250 troops in war against Ukraine over past day
Ukrainian Air Force shows F-16 shooting down Shahed drone
Russians face growing difficulties accessing high-speed internet – intelligence
Finland allocates €3M to support UN Women in Ukraine initiative
AFU soldiers capture 11 Russian servicemen in Zaporizhzhia sector
German charity Ukraine-Hilfe sends over €10M in humanitarian aid to Ukraine
Defense Forces destroy self-propelled artillery in Pokrovsk, which Russians planned to use to cover assault

Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა

08.10.2024 ნახვები: 451

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, დაგენერირებული მოგება, გლობალური დაფარვის მასშტაბები, კლიენტების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. 

 

თიბისი, ყველაზე დიდი წილით, სავალუტო სერვისების ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს, რაც მოიცავს ტრანზაქციებს მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორაციული კლიენტებისთვის.

თიბისის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის მიმართულებას სავალუტო პროდუქტების გაყიდვების საკუთარი გუნდი ჰყავს, რომელიც 40 სექტორში 7300 კორპორაციულ კლიენტს ემსახურება. თითოეული ინდუსტრია დარგის ექსპერტულ ცოდნასა და კლიენტების საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს მოითხოვს. თითოეულ სექტორს შესაბამისი პროდუქტის მენეჯერი ფარავს, რომელიც სავალუტო ბაზრებზე დიდი გამოცდილების დახმარებით, ეფექტურად მართავს პორტფელს.

 

ბოლო 12 თვის განმავლობაში, თიბისიმ 308 მილიონ ლარზე მეტი სავალუტო შემოსავალი მიიღო, რაც სავალტო ბაზრებზე ზრდადი კონკურენციის მიუხედავად, 10%-ითაა გაზრდილი.

თიბისის კორპორაციული კლიენტებისთვის სავალუტო პროდუქტების მოხმარება სრულად ციფრულია, რაც ზოგავს მათ დროს და ზრდის მათ კმაყოფილებას.

 

თიბისის კორპორაციულ კლიენტებს კონვერტაციის გატარებისთვის მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდებათ. თიბისის ინტერნეტ ბანკში ჩაშენებულია “კონვერტაციის კურსის მოთხოვნის ფანჯარა“, საიდანაც კლიენტს შეუძლია შეღავათიანი კურსით კონვერტაციაზე მოთხოვნა გამოაგზავნოს და პირდაპირ, შეტყობინების საშუალებით დაეკონტაქტოს ბანკს.

 

თიბისის მისიის - “ადამიანების ცხოვრების გამარტივების” შესაბამისად, თიბისის გუნდმა, სავალუტო ოპერაციების მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად, 2023 წლის ბოლოს ახალი სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის პირველი ეტაპი ძირითადი რეგიონული ვალუტებისთვის მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული საკურსო ტარიფების შეთავაზებას გულისხმობს თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში.

 

პროდუქტის შექმნის დღიდან, 500-ზე მეტი კორპორაციული კლიენტი იყენებს საკურსო ტარიფების მოდულს ინტერნეტ ბანკში. შედეგად, ჯამში 130 000-ზე მეტი სავალუტო ოპერაცია, სავალუტო მენეჯერის გარეშე, ავტომატურად შესრულდა.

 

“გვეამაყება, რომ ჩვენს კლიენტებს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას და სავალუტო პროდუქტებს ვთავაზობთ. შეუფერხებელი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გამოცდილება ჩვენი მთავარი უპირატესობაა, რისი დასტურიცაა 2024 წელს საკურსო ტარიფების ინსტრუმენტის ჩაშენება თიბისის ციფრულ არხებში. ახალი ინიციატივით, მომხმარებლებს ციფრულ არხებში წვდომა აქვთ სპეციალურ სავალუტო ტარიფებზე. ასევე, შესაძლებლობა აქვთ სავალუტო ტრანზაქციები 24/7-ზე, მომენტალურად შეასრულონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ძირითადი და რეგიონული ვალუტით სავაჭრო შესაძლებლობებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი საქმიანობით და შედეგებით, იურიდიული პირების სავალუტო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი და ლიდერის პოზიცია მოვიპოვეთ”, - ქეთევან კანდელაკი - თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა