War update: 312 clashes on front lines over past day, Pokrovsk axis most active
Russian army loses 1,250 troops in war against Ukraine over past day
Ukrainian Air Force shows F-16 shooting down Shahed drone
Russians face growing difficulties accessing high-speed internet – intelligence
Finland allocates €3M to support UN Women in Ukraine initiative
AFU soldiers capture 11 Russian servicemen in Zaporizhzhia sector
German charity Ukraine-Hilfe sends over €10M in humanitarian aid to Ukraine
Defense Forces destroy self-propelled artillery in Pokrovsk, which Russians planned to use to cover assault

"ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შეფასება, სანქციები ივანიშვილს" - რეზოლუციის საბოლოო პროექტი

08.10.2024 ნახვები: 422

დღეს, 9 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის საბოლოო პროექტს უყრიან კენჭს. რეზოლუციის ტექსტები ევროპარლამენტის სხვადასხვა ჯგუფებს ჰქონდათ მომზადებული, ჯამში, მომზადებული 7 ტექსტიდან - ევროპარლამენტარები ერთ საერთო ვერსიაზე შეთანხმდნენ.

რეზოლუციის საერთო ტექსტში მოხვდა ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების შესახებაც. კერძოდ, ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს "მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრისა და ქვეყნის რუსეთისკენ მიბრუნების მორიგ მცდელობაში". 

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და EU-ის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალურ სანქციები ბიძინა ივანიშვილს "საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო".

რეზოლუციაში ევროპარლამენტარები: "კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კომისიას, შეაფასოს საქართველოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონები, გენდერული კვოტირების გაუქმება და სხვა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, მათი შესაბამისობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და არჩევნების პროცესის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან - ეს ყველაფერი [როგორ] გავლენას ახდენს საქართველოს მხრიდან ლიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესაბამისობაზე. განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია".

ასევე, რეზოლუციაში მოწოდებაა ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, "ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე", ასევე მათ მიმართ, ვინც მონაწილეობდნენ პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და მათ მიმართ, ვინც ავრცელებენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას.

რეზოლუციაში მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარება, რათა გარანტირებული იყოს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის დემოკრატიულ ნებას. რეზოლუციაში მოთხოვნაა, გაუქმდეს "მმართველი პარტიის სასარგებლოდ საჯარო რესურსებისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების ფესვგადგმული პრაქტიკა". ასევე, მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს, რომ არჩევნების დაკვირვებაში ჩართულ ორგანიზაციებს მუშაობაში დაბრკოლება არ შეექმნათ.

რეზოლუციაში ასევე დაგმობილია ქართული ოცნების ახალი წინასაარჩევნო ბანერებიც, რომელიც ევროპარლამენტარების თანახმად გამოყენებულია, როგორც "მანიპულირებისა და დეზინფორმაციის გავრცელების", ასევე წინასაარჩევნო კამპანიაში პრორუსული და ანტიუკრაინულ განწყობების გამოყენების მცდელობა.

რეზოლუციაში გამეორებულია "მტკიცე მოთხოვნა" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად გათავისუფლების მოთხოვნით და ხაზგასმულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე მის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა