ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ის ჩვენთან ერთად იქნება, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას

ნახვები: 487 თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში ის ჩვენთან ერთად იქნება, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას

დიახ, სწორედ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ 5 ნომერი, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, სწორედ მიშას პარტია არის და იქნება გამარჯვების მთავარი პლაცდარმი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რელსებზე, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ისანი-სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

„პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული ვარ, რომ გვიყურებს დღეს, ის არის უკანონო, უსამართლო პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში ის ჩვენთან ერთად იქნება, ის ჩვენთან ერთად იზეიმებს დიდ გამარჯვებას, რომელსაც ჩვენ დღეს მოვიპოვებთ. დიახ, სწორედ მიშას პარტია, სწორედ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა ივანიშვილის კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და იზოლაცია მოიტანა ჩვენს ქვეყანას. დიახ, დღევანდელი შეხვედრაც კი ისნელებთან და სამგორელებთან გვაჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოვიტანთ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის ევროპული კეთილდღეობისთვის.

ევროპული კეთილდღეობა არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ევროპული მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ევროპული განათლება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ევროპული პენსიები ჩვენი მშობლებისთვის, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული ხელფასები, ევროპული კეთილდღეობა არის ის, რაც ელოდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 26 ოქტომბრის შემდეგ. დღესაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ევროპა მოითხოვს პრეზიდენტი სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას, მაგრამ ამასთანავე ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი ღიაა და ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას გზას უხერგავს ევროპისკენ, არის ივანიშვილის კორუმპირებული ხელისუფლება, რომელსაც მოაქვს უმუშევრობა, სიღატაკე, მაღალი ფასები, იძულებითი ემიგრაცია. სწორედ ამიტომ ჩვენი ერთიანობით „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“, 5-მა ნომერმა, მიშას პარტიამ უნდა გაისტუმროს ივანიშვილი და ჩვენი ქვეყანა დააბრუნოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენ ამას შევძლებთ ერთიანობით“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა