ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ბეიკერი, ჰასაბისი და ჯამპერი ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ

10.10.2024 ნახვები: 471

სამმა მეცნიერმა - დევიდ ბეიკერმა, დემის ჰასაბისმა და ჯონ ჯამპერმა - ქიმიის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია მოიპოვა. განცხადება ნობელის კომიტეტმა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დღეს, 9 ოქტომბერს გააკეთა.

პრესტიჟული პრემია მეცნიერებს ცილების სტრუქტურაზე მუშაობის დროს მიღწეული შედეგისთვის გადაეცემათ. აღმოჩენებიდან ერთი, რომელიც ნობელის კომიტეტმა წელს გამოარჩია, ეხება "ცილების მომხიბლავ მშენებლობას, მეორე კი 50-წლიანი ოცნების ასრულებაა. ეს არის ცილების სტრუქტურის პროგნოზირება მათი ამინომჟავების თანმიმდევრულობის მიხედვით", - ნათქვამია აკადემიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ნობელის პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო, რომლის რაოდენობა 1.1 მილიონი დოლარია. გამარჯვებულებს პრიზს - ოქროს მედალს 10 დეკემბერს, საზეიმო ცერემონიაზე გადასცემენ, რის შემდეგაც გაიმართება საზეიმო მიღება. პრემია მისი დამფუძნებლის, შვედი გამომგონებლის, ალფრედ ნობელის სახელით დამკვიდრდა და სამეცნიერო, ეკონომიკისა და ლიტერატურის სფეროებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.

ტრადიციულად, ნობელის პრემიის ლაურეატთა გამოცხადება ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გამარჯვებულით იწყება. წელს პირველი ნობელიანტების ვინაობა 7 ოქტომბერს გახდა ცნობილი, შემდეგ, 8 ოქტომბერს გამოცხადდა ფიზიკის დარგში გამარჯვებული. ქიმიაში გამარჯვებულთა ვინაობის გამოცხადების შემდეგ, სულ 3 კატეგორია რჩება.10 ოქტომბერს გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდა ნობელის ლაურეატი ლიტერატურაში, 11 ოქტომბერს - მშვიდობის დარგში და ბოლოს, 14 ოქტომბერს - ეკონომიკაში.

ამერიკის ხმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა