ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ანა ნაცვლიშვილი - მდინარაძის ბრიფინგი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს

10.10.2024 ნახვები: 517

დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც არის საბოლოო დასტური ერთი რამის - ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის 26 ოქტომბრის არჩევნებს აგებს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ 16 დღეში მას ძალაუფლება აღარ ექნება, ამიტომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია.

„ბრიფინგი კარგად ასახავს, როგორი გამწარებულია მამუკა მდინარაძე და მთელი „ქართული ოცნება“ იმით, რომ „ძლიერმა საქართველომ“ მათ საქართველოს წინააღმდეგ სქემა ჩამოვუშალეთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში იყენებდა. ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ქართული პოლიტიკური ველი ყოფილიყო ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული და ქართველ ხალხს ორადორი არჩევანი ჰქონოდა - ან „ქართული ოცნება“, ან „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებულმა 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მათ მიერ შექმნილი ეს სქემა ჩამოვშალეთ და საქართველოს მოქალაქეებს რეალურ შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ არჩევნებში აირჩიონ წარსულის ნამდვილი, რეალური ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს“ სახით. ძალა, რომელიც ორიენტირებულია ამ ქვეყნის მომავალზე და არა წარსულზე, ამიტომაც გამწარებულები და პანიკაში არიან. მათ დაკარგეს პროცესზე კონტროლი.

მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და ის „კაგებეს“ პარანოიდულ მითს იმეორებს იმის შესახებ, თითქოს დასავლეთი საქართველოში ოპოზიციას აკონტროლებს. მათ თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის „კაგებეს“ მიერ შეთხზული ტყუილი. რაც სიმართლეა და რაც „ქართულ ოცნებას“ ძალიან აშფოთებს არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხის ნებას „ძლიერი საქართველო“ და ოპოზიცია გამოხატავს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ხალხის აღარც ნდობა და აღარც ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომაც პანიკაში არიან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ხაზარაძე და გახარია უფრო საშიშია ქვეყნისთვის, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მოლარე და წართმეული ბიზნესების დამპატრონებელი იყო. “როცა „კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება ხაზარაძეზე ხდებოდა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა