ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ივანიშვილი - ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე

ნახვები: 597 ივანიშვილი - ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე

უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ სჭირდებასაქართველოს, რომ 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რატომ სჭირდება საქართველოს, რომ 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.

სწორედ ამ ერთიანობის ეშინია კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ და ქართველ ხალხთან 12 წელია, უშანსოდ მარცხდება, ხოლო 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი დასასრულის დასაწყისი იქნება. ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს, რითაც გზას ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს გავუხსნით, შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე.

ერთი მხრივ, მხოლოდ ასე შეიძლება დასრულდეს ის თავსმოხვეული პოლარიზაცია, რაც ქვეყანას განვითარებაში უშლის ხელს, მეორე მხრივ კი საზოგადოებას კარგსა და უკეთესს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს!

დღესაც, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ნგრევისა და ღალატის სიმბოლოა, ხოლო „ქართული ოცნების“ სახით ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას“, –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა