ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა

ნახვები: 523 ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა

ბათუმის შემოვლითი 14-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა აშენდა, რომელიც 20 ხიდსა და 5 გვირაბს მოიცავს.

„ახალი მაგისტრალური გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში, სადაც ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების ყველა ღონისძიება და უმაღლესი სტანდარტისთვის, უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.

შემოვლითი გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან სრულად განტვირთავს ქალაქს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში. შემოვლით გზაზე მოწყობილია 4 სატრანსპორტო კვანძი, რომლითაც ტრანსპორტს საშუალება აქვს დაუკავშირდეს როგორც მიმდებარე სოფლებს, ისე ბათუმში შესასვლელ მთავარ ქუჩებს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამდე, ავტოტრანსპორტი, მათ შორის, საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტი, საცხოვრებელ და ტურისტულ ზონაში მოძრაობდა, რაც ართულებდა მიმოსვლას და ქმნიდა საცობებს. ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გააუმჯობესებს ქალაქში ცხოვრებისა და დასვენების პირობებს. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამტარობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდასაც.

ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის (E70-ის) შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება და 8 ქვეყნის გავლით, ფოთში მთავრდება. აღნიშნული საერთაშორისო დერეფანი მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა სავაჭრო ურთიერთობისთვის, ტურისტული მოგზაურობისთვის, კულტურული კავშირებისთვის.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) მიღებული სესხების ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 330 მილიონი ლარი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა