ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, ერთადერთი პრობლემა არის პოლარიზაცია

ნახვები: 551 ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, ერთადერთი პრობლემა არის პოლარიზაცია

ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, ერთადერთი პრობლემა არის პოლარიზაცია, რაც დაიძლევა „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ერ დადგინდა ვერანაირი ხარვეზი.

„ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, რაც პრინციპში მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი პრობლემა გამოიკვეთა ამ დასკვნაში, რაც ისედაც ყველამ ვიცით, ეს არის პოლარიზაცია. პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და პოლარიზაცია მედიაში. ეს არის ერთადერთი სისტემური პრობლემა, რაც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ პოლარიზაციის დაძლევას ემსახურება ის გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას. გეგმა უკავშირდება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას.

ეს ვიდრე არ მოხდება, ეს პოლარიზაცია ძალაში დარჩება. რაც შეეხება თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადგინდა ვერავითარი არსებითი ხარვეზი, შესაბამისად, მე ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის. ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი, მეცხრე მარცხისთვის 26 ოქტომბერს“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა