სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ლევან სანიკიძე - სიმბოლურია, რომ ჩვენი კამპანიის ფინალური ღონისძიება არის აქ ბაგრატის ეზოში

25.10.2024 ნახვები: 239

სიმბოლურია, რომ ჩვენი კამპანია და მისი ფინალური ღონისძიება არის აქ, ბაგრატის, საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს ეზოში. ბაგრატ მესამეს საქართველო არ გაუერთიანებია იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაშალოს, - ამის შესახებ ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორ დღეში საქართველოში არის ისტორიული არჩევნები, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ევროპას თუ ირჩევს მონობას, ოლიგარქის მსახურებას და რუსებისთვის ბოდიშის მოხდას.

„მივესალმები ქუთაისს, 35 საუკუნის ისტორიის მქონე ქალაქს, რომელიც ამ ბრძოლაშიც დგას ისე, როგორც მას ეკადრება. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქალაქი, უფრო ძველი, ვიდრე რომი და ათენი და ამ ქალაქს აქვს ის ისტორია, რომელიც დღეს ჩვენ საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება. სიმბოლურია, რომ ჩვენი კამპანია და მისი ფინალური ღონისძიება არის აქ, ბაგრატის ეზოში, საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს ეზოში, რადგან ივანიშვილი თუ რამეს ცდილობს, არის ამ ქვეყნის ისტორიის გადაწერა, ჩვენს მომავალზე უარის თქმა, რასაც არასდროს არ დავუშვებთ.

მნიშვნელოვანია ხაზგასმა იმაზეც, რომ ორ დღეში საქართველოში არის ისტორიული არჩევნები. არჩევნები, სადაც ჩვენ სახალხო რეფერენდუმზე უნდა გადავწყვიტოთ ვირჩევთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ევროპას თუ ვირჩევთ მონობას, ოლიგარქის მსახურებას და რუსებისთვის ბოდიშის მოხდას. არჩევანი არის ძალიან მარტივი - შეუძლებელია იდგე ბაგრატის ეზოში და არ ახსენო ის გვირგვინოსნები, რომლებმაც შექმნეს ეს ქვეყანა, რომლებმაც შექმნეს ამ ქვეყნის ისტორია. ბაგრატ მესამეს საქართველო არ გაუერთიანებია იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაშალოს.

სოლომონ პირველს არ მოუგია ხრესილი იმისთვის, რომ კობახიძემ დააჩაჩანაკოს ეს ქვეყანა. დავით აღმაშენებელს არ შეუქმნია გელათის აკადემია, ახალი ათონი იმისთვის, რომ ივანიშვილმა დატბოროს და ამ ქვეყნის დასავლური კურსი, მათ შორის განსაზღვრა ყველაზე დიდმა ქართველმა, დავით აღმაშენებელმა პოლიტიკურ-სამხედრო კავშირი გააფორმა ჩვენს მეგობრებთან - ჯვაროსნებთან. ამის უფლება არავის არ უნდა მივცეთ, არ გამოუვა ივანიშვილს ის, რაც დაგეგმილი აქვს.

საქართველოში დაბრუნდება დავითის გამარჯვების ხმა. დიდგორის გამარჯვების ხმას ამ ქვეყანაში ვერ წაშლიან რაც არ უნდა ეცადონ, რა ფულიც არ უნდა ხარჯონ, რუსები ვერ დაამარცხებენ ქართულ სახელმწიფოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში ვიდგეთ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც შექმნა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, მისი ინსტიტუტები და რომელსაც ყველაზე მეტად ესმის რა არის საქართველოს ფასი. მივესალმოთ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ახალი სიცოცხლე აჩუქა ამ ქალაქს, ქუთაისს. ბევრი შეცდომა გვაქვს გამოსასწორებელი, მათ შორის ბევრმა დაუშვა შეცდომა 12 წლის წინ, მაგრამ დროა მონანიება და ბოდიში საქმეში ავსახოთ.

26 ოქტომბერს ყველანი ერთად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და უნდა დავამტკიცოთ, რომ მერაბ კოსტავა ტყუილად არ მჯდარა ციმბირში. უნდა დავამტკიცოთ, რომ გიორგი ანწუხელიძე არ შეწირულა ამ ქვეყნისთვის უაზროდ. ჩვენ უნდა დავიცვათ ამ ქვეყნის მომავალი, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ შევქმნით ახალ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, სადაც არის ყველა ჩვენგანის ადგილი, სადაც ვიამაყებთ ჩვენი წარსულით, ვიბრძოლებთ ჩვენი აწმყოსთვის და რაც მთავარია, დავიცავთ ამ ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. გაგიმარჯოთ ჩემო იმერლებო, ჩემო ქართველებო, დიდება გელათს, დიდება ბაგრატს, დიდება საქართველოს!“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა