ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გია ჯაფარიძე - ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს - გელოდებით ყველას საქართველოში მოსკოვის დასამარცხებლად

ნახვები: 428 გია ჯაფარიძე - ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს - გელოდებით ყველას საქართველოში მოსკოვის დასამარცხებლად

ჩვენ წინ აღვუდგებით ივანიშვილის მცდელობას, დაქუცმაცებული მიართვას საქართველო რუსეთს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს, გავაერთიანებთ ოჯახებს ევროპის კავშირში გაწევრიანებით, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გია ჯაფარიძემ ქუთაისში გამოსვლის დროს განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, 5 ნომერს აქვს საქართველოში აღმშენებლობის გამოცდილება.

„მოგესალმებით ბაგრატის ტაძრის ეზოდან, ტაძრის, რომელიც არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. მოგესალმებით ძირძველი კოლხეთის მიწიდან და სწორედ ამ ადგილიდან კიდევ ერთხელ ვიტყვი და ვიტყვით: ჩვენ არასდროს მოვუხდით ბოდიშს ოკუპანტებს! ჩვენ წინ აღვუდგებით ივანიშვილის მცდელობას, დაქუცმაცებული მიართვას საქართველო რუსეთს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს, გავაერთიანებთ ოჯახებს ევროპის კავშირში გაწევრიანებით. ჩვენ ამას შევძლებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმის კეთების გამოცდილება. 5 ნომერს აქვს საქართველოში აღმშენებლობის გამოცდილება. შეგახსენებთ, რა იყო საქართველო 2004 წლამდე: საქართველო იყო მოხსენიებული სახელმძღვანელოებში, როგორც შეუმდგარი, დისფუნქციური სახელმწიფო, ორ წელიწადში კი, იმავე სახელმძღვანელოებში, საქართველო იყო მოხსენიებული, როგორც ლიდერი რეფორმატორი სახელმწიფო. ხუთმა ნომერმა შეძლო საქართველოში კრიმინალის დამარცხება, ხუთმა ნომერმა დაამარცხა კორუფცია მთელ ქვეყანაში და განათლების სისტემაში, სწორედ ხუთმა ნომერმა დაიწყო ის რეფორმები საქართველოში, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო! დიახ, ჩვენ ავაშენეთ იუსტიციის სახლები, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირთან ასოცირების მოლაპარაკებები, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას და ერთადერთი წინაღობა დღეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის "ქართულ ოცნებად" წოდებული რუსული კოშმარი. დიახ, ჩვენ, ხუთი ნომერი შევძლებთ, რომ დავასრულოთ საქართველოში ის პროცესი, რომელიც დავიწყე ვარდების რევოლუციის შემდეგ, გააფერადეთ ხუთიანი - ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დააბრუნებს საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელიც გაამთლიანებს დაყოფილ ოჯახებს საქართველოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტების დაბრუნებით, რამდენიმე საათში გელოდებით ყველას ივანიშვილის მოსაშორებლად, საქართველოში მოსკოვის დასამარცხებლად!", - განაცხადა გია ჯაფარიძემ ქუთაისში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა