ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ჯინ შაჰინი - ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ მათ ხმას

ნახვები: 459 ჯინ შაჰინი - ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ მათ ხმას

ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკის ჩატარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩხრეკამ გამოიწვია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.

„ქართველ ხალხს და მის სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, მოუსმინონ და პატივი სცენ მათ ხმას - ეს არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ცენტრალური პრინციპი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს ამ კონკრეტულ ცნობებს და მათ სერიოზულად მოეკიდება", - აღნიშნულია სენატორის განცხადებაში, რომელიც მან გამოცემა The Hill-ს გაუგზავნა.

შეგახსენებთ, გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა