ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიორგი ვაშაძე - ხვალ რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ - 26 ოქტომბრის არჩევნებით განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის შემდგომი ათწლეულები

ნახვები: 455 გიორგი ვაშაძე - ხვალ რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ - 26 ოქტომბრის არჩევნებით განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის შემდგომი ათწლეულები

ჩვენ ძალიან სწრაფად წავიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს, გავაკეთებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, “ოცნების” მთავარი იმედია, რომ 5%-იან ბარიერს ქვემოთ რაც შეიძლება მეტი ხმა დარჩეს:

“ხვალ რეფერენდუმია, სადაც ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ათწლეულები განისაზღვრება. მინდა გითხრათ ერთადერთი, მცირე, მინიმალური, რასაც არის მოჭიდებული “ქართული ოცნება” არის ის, რომ 5%-იანი ბარიერის ქვემოთ დარჩეს ბევრი ხმა, ამიტომ მინდა გთხოვოთ, ყველა თანამემამულეს, არ არის ახლა რისკის დრო, გთხოვთ გააკეთოთ არჩევანი იმ პოლიტიკურ ძალებზე, ვისაც გარანტირებულად შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ჩვენ, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, ნომერი 5, ვართ ყველაზე სანდო გარანტია, რომ დავამარცხებთ “ოცნებას” და ხელისუფლება შეიცვლება, ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, ნუ გაფლანგავთ თქვენს ხმას, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 2016 წელს ხმების 21% დაიკარგა 5%-იანი ბარიერის ქვემოთ, 2020 წლის არჩევნებს თუ ავიღებთ, დაახლოებით 20-23% დაიკარგა 5%-იანი ბარიერის ქვემოთ. ახლა რისკის დრო არ არის, ამიტომ, 5 ნომერი, მისი გაფერადება არის გარანტირებული გზა, რომ საბოლოოდ დამარცხდეს „ოცნება“ და საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს ქართველმა ხალხმა.

ჩვენ ძალიან სწრაფად წავიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს, გავაკეთებთ ბევრ რეფორმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხვალ, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში გავიმარჯვოთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ გაფლანგოთ თქვენი ხმა, დაგვიჭირეთ მხარი, როგორც ყველაზე სანდო და გარანტირებულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უპირობოდ დაამარცხებს ივანიშვილს და მოიშორებს “ოცნებას”. წავალთ წინ ევროკავშირისკენ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ხვალინდელ რეფერენდუმში, 5 ნომერი ამის გარანტიაა”, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა