ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ივანიშვილის მთელი კაპიტალი რუსი პენსიონერებისთვის ნაძარცვი ფულით არის მოგროვებული - ბაჩიაშვილის საკანდალური განცხადება

25.10.2024 ნახვები: 545


თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს პენსიონერების ძარცვაში ამხელს. 

"ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, პირველი მილიონი რუსი პენსიონერებისგან თაღლითურად მიღებული ფულით იშოვა.

ბაჩიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადებები, "სუფთად ნაშოვნ ფულზე", დიდი ტყუილია.

ივანიშვილმა რუსეთში შექმნა ბანკი - Россииский Кредит, ამავდროულად ის ყოველთვის ამისამართებს ხალხს თავის "ვედომოსტის" სტატიაზე. ანუ, თავისივე ინტერვიუზე აკეთებს რეფერენს, რომ ხალხს აჩვენოს, რომ თითქოს "როგორი სუფთა ხელებით მოვედიო".

რეალურად, მან რა გააკეთა? - ბანკ Россииский Кредит-იდან აიღო დეპოზიტარების ფული, რუსი პენსიონერების და ხალხის თანხა. ამ თანხით შეიძინა დიდძალი აქტივები, რომლებმაც სწორედ ის გახადა მილიარდერი. შემდეგ ამ ხალხს უთხრა 98-ში, რომ ბოდიში, მე ამ ფულს ვერ გიბრუნებთ, დაგიბრუნებთ 20 წელიწადში გაუფასურებულ რუბლებსო. ამავდროულად კი, ეს მთელი აქტივები თავისთვის დაიტოვა.

ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ეს არის პირდაპირ კრიმინალი დღესაც და მაშინაც. შესაბამისად, ნურავის ნუ ატყუებს თავის სუფთად ნაშოვნ ფულზე"- განაცხადა ბაჩიაშვილმა. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის მთელი კაპიტალი რუსი პენსიონერებისთვის ნაძარცვი ფულით არის მოგროვებული: 

ის ამბობს, რომ მე ერთადერთი ბანკი ვიყავი, რომელმაც ეს ფული დავარესტრუქტურიზე, მაგრამ მაინც დავუბრუნე პენსიონერებსო. ის ასე რომ აქ მოქცეულიყო, მას ციხეში გაუშვებდნენ, რადგან მას ეს ფული თავისთვის ჰქონდა დახარჯული, თავისი კომპანიების შესაძენად"- დასძინა მან.

"ნოდარ მელაძის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს თღლითობა, რესპოდენტმა დადებითი პასუხი გასცა: 

ჩვეულებრივი თაღლითობაა, ყოველთვის ამბობენ ხოლმე, რომ ნუ მეტყვი როგორ იშოვე შენი პირველი მილიონიო. ეს სწორედ ის პირველი მილიონია, რომლის თქმაც ივანიშვილს ასე ძალიან არ უნდა და რასაც ასე საგულდაგულოდ, ამდენი ხანი მალავდა. ეს უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ მხოლოდ იმიტომ, რომ როდესაც ამბობს, მე სუფთა ხელებით მოვედი და მე ქველმოქმედი ვარ და კარგი ბიზნესმენი, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს სიმართლე, თუ ვის აძლევს ხმას"- დასძენს ბაჩიაშვილი "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

  • გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველს" უთხრა, მის მიერ გამოთქმული ინფორმაცია ეფუძნება, მის 14 წლიან მუშაობას ბიძინა ივანიშვილთან და მის სტრუქტურებში. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და ეყრდნობა დოკუმენტებს, სხვადასხვა პირად საუბრებს ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან, მის ანალიზს და საჯარო ინფორმაციას.  ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ამ ინტერვიუში გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები გადაუდებელი ეროვნული ინტერესების საკითხია და არის მისი პირადი პოზიცია და შეხედულებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა