ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირაკლი კობახიძე - ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები

ნახვები: 478 ირაკლი კობახიძე - ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები

მე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ქართველი ხალხი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას საბოლოოდ ეტყვის უარს.

„მე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ აღიაროს ცესკო-ს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის მივყვებით, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, მაგრამ ოპოზიციას მოვუწოდებ - როცა დაიდება 60-%-იანი შედეგი, შეეგუოს იმას, რომ ქართველმა ხალხმა მათ საბოლოოდ უთხრას უარი. ქართველმა ხალხმა საბოლოოდ თქვა უარი ბნელ წარსულში დაბრუნებაზე. რაც შეეხება ოპოზიციის შანსებს, ნახეთ, ვერცერთმა პარტიამ, ვერ შეძლო ვერცერთი მასობრივი აქციის ორგანიზება. მათ საბოლოო მოაწყვეს ერთი საერთო შეკრება და იქაც კი ვერცერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციიდან ვერ გაბედა სცენაზე ასვლა, იმდენად იციან, რომ დისკრედიტირებულები არიან და ქართველი ხალხის თვალში რეპუტაცია განულებული აქვთ. ასეთ პირობებში ისინი ძალიან მძიმე მარცხს უნდა შეეგუონ. დღევანდელ დღეს ქართველი ხალხი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას საბოლოოდ ეტყვის უარს. ქართველი ხალხის დაახლოებით 60% დღეს მხარს დაუჭერს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. “,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა