ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

როდესაც გეთაკილება „ნაციონალური მოძრაობის“ ბუფერობა, მარტივი გამოსავალია, ეს როლი არ შეასრულო-სუბარი

ნახვები: 523 როდესაც გეთაკილება „ნაციონალური მოძრაობის“ ბუფერობა, მარტივი გამოსავალია, ეს როლი არ შეასრულო-სუბარი

როდესაც გეთაკილება „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ყოფნა და „ნაციონალური მოძრაობის" მაშველ რგოლად ყოფნა, მაშინ მარტივი გამოსავალია - ეს როლი არ უნდა შეასრულო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას გუნდის წევრების პოზიციები გააკრიტიკა. მისი განცხადებით, როდესაც გეთაკილება „ქართული ოცნების" წევრობა, მაშინ უნდა დატოვო მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მოგცა და მერე თავიდან სცადო და კენჭი იყარო.

„ეს როლი არ უნდა შეასრულო არც წალენჯიხაში, არც რუსთავში, არც სხვა ქალაქებში და განსაკუთრებით სენაკში, სადაც კანონი დაარღვიეს და ახალი მათემატიკა გამოიგონეს და თქვეს, რომ 16 არის 33-ის ნახევარზე მეტი. სრულიად კანონის დარღვევით დაიწყეს თანამდებობების გადანაწილება და შეხმატკბილებულად მუშაობდეს. მალე დავინახავთ იმასაც როგორ მისცემენ აქ ხმას იმ კომისიის შექმნას, რომელმაც სააკაშვილის ვითომ წამების ფაქტი უნდა გამოიძიოს. ამის სიგნალიც მოვა მე-12 დაწესებულებიდან და ამასაც მოაწერენ ხელს.

როდესაც გეთაკილება „ნაციონალური მოძრაობის" ბუფერობა, მაშინ შენი პრემიერი არ უნდა გადადგეს თანამდებობიდან იმისთვის, რომ დამნაშავე გადაარჩინოს ციხიდან და არ უნდა სცადოს ქვეყანა შეიყვანოს ისეთ ქაოსში და ტურბულენტობაში, საიდანაც გამოსვლა მერე ძნელია და მადლობა ღმერთს, ჩქარა მოვახერხეთ რომ ეს ქაოსი აგვეცილებინა, რაზეც სავარაუდოდ ეს გადადგომა იყო გათვლილი.

როდესაც გეთაკილება „ქართული ოცნების" წევრობა, მაშინ უნდა დატოვო მანდატი რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მოგცა და მერე თავიდან სცადო და კენჭი იყარო. მაშინ გამოჩნდება, ვინ ხარ და რა არის შენი პოლიტიკური წონა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა