ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზურაბიშვილი ძალადობას ახალისებდა და ახლა მისი ნიანგის ცრემლები საინტერესო არაა - კობახიძე

ნახვები: 450 მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზურაბიშვილი ძალადობას ახალისებდა და ახლა მისი ნიანგის ცრემლები საინტერესო არაა - კობახიძე

არაფერი ესაქმება სალომე ზურაბიშვილს შსს-თან, არც შს მინისტრთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ შს მინისტრს და მის მოადგილეს ვერ უკავშირდება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს სუბორდინაციის სისტემას.

„ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ამ საპარლამენტო რესპუბლიკაში არსებობს ვერტიკალი, არსებობს მთავრობა, არსებობს სისტემა, სუბორდინაციის სისტემა, ამ სისტემას პატივი უნდა სცეს სალომე ზურაბიშვილმა. ის არღვევს ხოლმე კონსტიტუციას, თუმცა ამ შემთხვევაში მას არავითარი საშუალება არ ექნება, რომ წავიდეს კანონის და კანონმდებლობის წინააღმდეგ. ძალიან მარტივადაა აქ საქმე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა ამისი ნიანგის ცრემლები ბუნებრივია არავისთვის არ არის საინტერესო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა