ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ზურაბ ჯაფარიძე - ყველა წინასწარი მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ოთხივე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს

ნახვები: 479 ზურაბ ჯაფარიძე - ყველა წინასწარი მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ოთხივე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს

„ოცნება“ დამარცხდა, გადადიან ოპოზიციაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე მოუწოდებს ამომრჩევლებს, ყველანი გამოცხადდნენ უბანზე და დააფიქსირონ თავისი არჩევანი, რადგან „რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის“.

„ყველა წინასწარი მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, აჩვენებს, რომ ოთხივე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს და შესაბამისად ჩვენ შევქმნით უმრავლესობას მომავალ პარლამენტში და შემდგომ დავაკომპლექტებთ მთავრობას.

ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ გამოცხადება არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, ჩვენ უნდა გავიფორმოთ ჯერ ეს გამარჯვება. დარჩენილია ერთი საათი, სანამ უბნები დაიხურება და ორი რამეა ახლა გასაკეთებელი. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ჩვენი პარტიული წარმომადგენელი იყო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვინც უბნებზე იდგა, იცავდა ხმებს, ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ჯერ არაფერი არ დამთავრებულა, პროცესი მიდის. 8 საათზე დაიხურება უბნები, მერე იქნება ჯერ ოქმების ამობეჭდვა, იქ, სადაც ელექტრონულად ითვლიან ხმებს, შემდეგ იქნება ამის ხელით გადათვლა. თქვენ უნდა დარჩეთ ბოლომდე ამ უბანზე, სანამ არ დასრულდება ხელით გადათვლის პროცესი.

მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ვინც ჯერ კიდევ არ მისულა უბნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო საათებში ძალიან გაიზარდა ახალგაზრდების გამოცხადება, ვინც ჯერ კიდევ არ მისულხართ, ყველანი გამოცხადდით უბნებზე. რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა