ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

სალომე ზურაბიშვილი - გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში - არ შეშინდეთ!

ნახვები: 454 სალომე ზურაბიშვილი - გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში - არ შეშინდეთ!

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არადემოკრატიულად და არაევროპულად იქცევა, როცა შედეგების გამოცხადებამდე, არჩევნებში გამარჯვებაში მოქალაქეებს არწმუნებს.

როგორც მან ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება და საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილ მცირე დროში კენჭისყრაში მონაწილეობა.

„მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვინც შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, არაევროპულად აცხადებენ „მოვიგეთო“. რაღაცა სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება, არჩევნებში მისვლა და შედეგებისთვის დალოდება. არ ვაპირებ აქ რაიმე სცენა გავმართო. არ ვაპირებ წინმსწრებით რაიმე შედეგები გამოვაცხადო. მე დაველოდები როგორც ევროპელი, ქართველი, როგორც ღირსეული ქართველი. დაველოდები შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ როცა დრო მოვა ამ შედეგებს. ასე რომ, ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ, დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენ მიერ დადებული შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა