ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შალვა პაპუაშვილი - დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და გადასცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“

ნახვები: 450 შალვა პაპუაშვილი - დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და გადასცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“

4 წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა და გადასცა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში მოწყობილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა განვლილ წლებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიიღო. ამისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მძიმე 2,5 წელიწადი გავიარეთ თქვენთან ერთად. 4 წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, თქვა იმ განვლილ 4 წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა, თქვა იმ 2,5 წელიწადთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა. თქვა ყველაფერი, აწონა, შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება და გადასცა ხელისუფლების მანდატი "ქართულ ოცნებას". მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ დიდი ნდობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა