გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

"ქართული ოცნება დამარცხდა და შეეგუონ; თუ შეუძლიათ ოპოზიციაში მუშაობა, იმუშაონ ოპოზიციაში" - ნიკა გვარამია

ნახვები: 560 "ქართული ოცნება დამარცხდა და შეეგუონ; თუ შეუძლიათ ოპოზიციაში მუშაობა, იმუშაონ ოპოზიციაში" - ნიკა გვარამია

როდემდე უნდა ვუყუროთ ამ სამარცხვინო, მოსყიდულ ორგანიზაციას? 60% ხო დაწერეს ჯერ კიდე გუშინ? დღეს დაწერეს 56%. ჩვენ ვიცით, რომ ამის არავის არ სჯერა ქოცების და ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სამთავრობო "იმედის" დაკვეთით, "გორბის" ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც "ოცნებას" 56% დაუწერეს. 

ნიკა გვარამიამ გაიხსენა წინა წლებში, სხვადასხვა არჩევნებში, ამავე ორგანიზაციის დაწერილი შედეგები "ოცნების" კანდიდატებისთვის, რომლებიც რეალობას არ ემთხვეოდა. 

"ორი ეგზიტპოლი ჩატარდა ["ედისონ რისერჩი" - "ფორმულა" და  Harrys X "მთავარი არხი"] ორივე ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული, ძალიან მაღალი სანდოობის და პრაქტიკულად, იდენტურია შედეგები. ქართული ოცნება დამარცხდა, შეეგუონ დამარცხებას და დამარცხება არ არის სიცოცხლის დასასრული, თუ შეუძლიათ იმუშაონ ოპოზიციაში, იმუშაონ ოპოზიციაში." ამბობს ნიკა გვარამია.   

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი პროგნოზირებს, რომ ცესკოს ოფიციალური მონაცემების დათვლის დაწყების შემდეგ, "ოცნება" 40%-ს ჩამოსცდება და დაჯდება 63-65 მანდატზე, რადგან ოპოზიციას დაემატება ემიგრანტების ხმებიც. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა