ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო მისიების განცხადებებმა ცხადყო, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს - არჩევნები არის შემდგარი!

ნახვები: 500 ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო მისიების განცხადებებმა ცხადყო, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს - არჩევნები არის შემდგარი!

საერთაშორისო მისიების პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, პირიქით ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები - არჩევნები არის შემდგარი! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ერთადერთი სურვილი ჰქონდა, რის გამოც თებერვლიდან დაიწყეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქართველოში მოწვევა, რომ მათ სურვილი ჰქონდა ჩაეტარებინათ აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები.

„ვუსმენდით პრესკონფერენციას, რომელიც სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა. ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, პირიქით ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული - არჩევნები იყო კონკურენტული, ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში იყო საარჩევნო პრინციპებთან. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური, ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა. გარდა ამისა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები, ამ არჩევნების და პროცესების შეფასებისას, ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვციტირებ გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს, ბუნებრივია მთლიანობაში არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ჩართულობისთვის. თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ თებერვლიდან დავიწყეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა საქართველოში. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია დაკვირვებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა სურვილი ჩაგვეტარებინა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენიო ღიაობა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული, ვინც აკვირდებოდა არჩევნებს.

არჩევნები არის შემდგარი! უახლოეს მომავალში შეჯამდება ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც მთავარი ინტერესია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა