ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ქუჩის ღონისძიებები მათ გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და ვნახეთ, რომ ეს სცენა არასახელოვნად დაშალეს

ნახვები: 499 შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ქუჩის ღონისძიებები მათ გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და ვნახეთ, რომ ეს სცენა არასახელოვნად დაშალეს

ქუჩის ღონისძიებები მათ გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და ვნახეთ, რომ ეს სცენა არასახელოვნად დაშალეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით პარტიებისა და NGO-ების განცხადებები სინქრონიზებული იყო.

„პირველი არ არის მათი მხრიდან ასეთი მოქმედებები. არის გამონათქვამები, რომ ერთი და იმავე წყალში 2-ჯერ არ უნდა შეხვიდე, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჩვენი ეს პოლიტიკური კლასი, რომელიც არის პარტიების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სიმბიოზი, ვერანაირი დასკვნა ამ გაკვეთილიდან ვერ გამოაქვთ. სხვათა შორის, ეს სიმბიოზი გუშინაც დადასტურდა, როდესაც ვნახეთ, რომ სინქრონიზებული იყო მათი და NGO-ების განცხადებები არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით. ერთმანეთს ელოდებოდნენ და ისე გამართეს ბრიფინგი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზღვარი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს შორის არის სრულად მოშლილი, რაც ჩვენი სამოქალაქო სექტორისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა. ამ მონაცემებით ჩანს, რომ ჩვენ 90 მანდატი გვექნება. პარლამენტი მათ გარეშეც შეიკრიბება, ეს კინოც ვნახეთ 2020 წელს. ვცნობთ უფლებამოსილებას და პარლამენტი თავის მუშაობას გააგრძელებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ისტორიული იყო, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეინარჩუნა მანდატი, არამედ მონაცემები გაიუმჯობესა.

„ჩვენ ჩვენი მოქალაქეების მანდატს ვიღებთ ხელისუფლებისთვის. ვიზრუნებთ არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლისთვის, არამედ ქართული საზოგადოების უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა