ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

თამარ კორძაია - მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას, რომელიც სრულფასოვან აუდიტს ჩაუტარებს იმ აპარატურას, რომელიც ამ წუთას დალუქული უნდა იყოს ცესკო-ში

28.10.2024 ნახვები: 445

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან და ტექნოლოგიურ ხარვეზებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას მოითხოვენ. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

„ყველა პრობლემიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას, რომელიც სრულფასოვან აუდიტს ჩაუტარებს იმ აპარატურას, რომელიც ამ წუთას დალუქული უნდა იყოს ცესკო-ში. დაწყებული ვერიფიკაციის აპარატის მუშაობით, გაგრძელებული ჩატვირთული სიებით, ამის შემდგომ უკვე ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრებით და ასევე, პლანშეტებში მიმდინარე ნაკადების გადამოწმებით მთელი დღის განმავლობაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება არ მიიტაცოს და არ წაართვას საქართველოს ევროპული მომავალი.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მინიმუმ 12%, რაც "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას" წაართვეს, ამ გაყალბების გზით რომ არ წაერთმიათ, მაშინ დღეს ხელისუფლებაში ოპოზიცია იქნებოდა. ყველა მონაცემი, ყველა დათვლა ადასტურებს იმას, რომ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი ძალიან დიდი იყო და გაყალბება ხდებოდა სწორედ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით.

დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც გააკეთებს სრულფასოვან აუდიტს, ტექნოლოგიურს და დოკუმენტურს ცესკოში არსებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა",-განაცხადა კორძაიამ.

მან დღეს საზოგადოებას არჩევნებზე გამოვლენილი შესაძლო დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თამარ კორძაიას ინფორმაციით, მათ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ აძლევს დმანისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქე პირადობის მოწმობის გარეშე, მხოლოდ ტელეფონში არსებული ფოტოთი ხმას. მისივე თქმით, ასეთი და სხვა დარღვევები 26 ოქტომბრის არჩევნებზე უამრავი დაფიქსირდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა