ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გახსნას სიები, თუ ასე არ მოიქცა, ნათელი იქნება, რამხელა ფალსიფიკაცია ჩაატარეს

ნახვები: 471 მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გახსნას სიები, თუ ასე არ მოიქცა, ნათელი იქნება, რამხელა ფალსიფიკაცია ჩაატარეს

შეხვედრა იყო ინფორმაციული, ინტერესი დიდია, რადგან ყველას აინტერესებს ფაქტები, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გახსნას ის მონაცემები, რომლებიც ხმის მთვლელ მანქანაშია ჩატვირთული.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, გაყალბება და მიტაცება მოხდა იქ, როცა ჩაიტვირთა ეს სიები მანქანაში.

“შეხვედრა იყო ინფორმაციული, მივაწოდეთ ინფორმაცია. ინტერესი დიდია, ჩვენ ვთხოვეთ ეს შეხვედრა. ინტერესი ძალიან დიდია, ეს გაგრძელდება, რადგან ყველას აინტერესებს ფაქტები და ეს ფაქტები თუ არ დაიდო და “ქართულმა ოცნებამ” უნდა გახსნას სიები, თუ ასე არ მოიქცა, მაშინ ყველასთვის ნათელი იქნება, რამხელა ფალსიფიკაცია ჩაატარეს.

“ძლიერმა საქართველომ” 18:00 საათზე გააკეთა ბრიფინგი, სადაც ვითხოვთ, რომ გამოქვეყნდეს და გაიხსნას ის მონაცემები, რომელიც ჩაიტვირთა მანქანაში. მე მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ მანქანამ სწორად დაითვალა, რა თქმა უნდა, ჩვენ პარალელური დათვლა გვქონდა და ამობეჭდილი ქვითრისა და მანქანის ციფრები, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ გაყალბება და მიტაცება მოხდა იქ, როცა ჩაიტვირთა ეს სიები მანქანაში.

უკვე იმდენი დარღვევაა ამოსული, რომელიც მიუთითებს სისტემურ დარღვევაზე, “ქართულმა ოცნებამ” და ცესკომ უნდა გახსნას ეს სიები და საზოგადოება ძალიან მარტივად მიხვდება, თუ როგორი მასშტაბის ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ეს გავუზიარეთ ჩვენს უცხოელ მეგობრებს. ჩვენ ტყუილად არ ვეძახით ამას რუსულ სპეცოპერაციას. ყველა არჩევნებზე, სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში ჩვენ მიჩვეული ვართ გაყალბებას, მაგრამ ეს არ იყო 1%-იანი და 2%-იანი გაყალბება, ეს იყო მასიური, სისტემური ხმების მითვისება.

შეცდომაა იმის თქმა, რომ მანქანამ ვერ დაითვალა. აი, რაც ჩასძახეს ამ მანქანას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა