ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პრეზიდენტი - დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების, ძალიან წყნარად, შემართებით, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა

ნახვები: 486 პრეზიდენტი - დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების, ძალიან წყნარად, შემართებით, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა

დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების. დრო არის იმის, რომ ჩვენ ძალიან წყნარად, ძალიან შემართებით, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა, - ასე მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული ქარტია და საქართველოს ევროპული გზა არის ერთადერთი გამოსავალი და ალტერნატივა.

„ჩვენ ერთად ვართ, არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს ამ დღეში. ერთად ვართ და ერთად, ძალიან მშვიდობიანად, როგორც დღეს ხართ, დავიცავთ იმას, რაც არის ჩვენი, თქვენი კონსტიტუციური უფლება, რომ ხმა იყოს დაცული. სხვა ხალხს, როგორც სხვათა შორის, მე, არაფერი გვაქვს თუ არა ხმა. ხმა ხალხისა, ხმა ერისა, რომელიც უნდა აღვასრულოთ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების. დრო არის იმის, რომ ჩვენ ძალიან წყნარად, ძალიან შემართებით, მიზანმიმართულად დავიცავთ ჩვენი ხმა. დიასპორაში ასევე წართმეული იყო ხმების უზარმაზარი რაოდენობა. ის ხმები, რომელიც მივიდა უბნამდე, ნათლად აჩვენებს, სად არის ქართველი ხალხის ნება. აქ დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო, ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. მადლობა თქვენ ყველას იმ ყველაფრისთვის, რაც ამ დღეებში, წინა დღეებში გააკეთეთ და რასაც კიდევ ერთად გავაკეთებთ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ოპოზიციური პარტიების შეკრება რუსთაველის გამზირზე ხელოვნური ერთობა არ არის.

„ქართული ქარტია და ჩვენი ევროპული გზა არის ჩვენი ერთადერთი გამოსავალი და ალტერნატივა. ამის უკან ყველა არის ერთიანი. თქვენ რომ მიეცით ხმა ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს, ან მეოთხეს, მიეცით ხმა ევროპას, მომავალს, მიეცით ხმა საქართველოს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა