სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს არჩევნებზე - სახელმწიფო დეპარტამენტს მოვუწოდებთ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები

29.10.2024 ნახვები: 229

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები მრავალ დარღვევებს აჩვენებს, რომლებმაც დემოკრატიული სტანდარტების მძიმე კომპრომეტირება მოახდინეს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ.

“საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ჩვენი ბოლო დროის წუხილების მიუხედავად, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობისგან დავინახავდით ერთგულებას ჩაეტარებინათ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის სურვილებს ასახავდა. რეალობაში, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა რამის თვითმხილველები გავხდით. ანგარიშები, რომლებსაც ეუთო/ოდირი, IRI, NDI, და ISFED-ი ავრცელებენ, აჩვენებენ მრავალ დარღვევებს, რომლებმაც დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების მძიმე კომპრომეტირება მოახდინეს. ასევე შეშფოთებულები ვართ ათობით ცნობებზე საარჩევნო დღეს ჩარევის შესახებ, მათ შორის ძალადობაზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე და ბიულეტენების ჩატენვაზე, რასაც უფრო მეტად შეეძლო დაეზარალებინა არჩევნების გუშინდელი შედეგები”, - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორები ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავენ საპასუხო ქმედებებისთვის.

“სახელმწიფო დეპარტამენტს მოვუწოდებთ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინონ რამე ქმედებებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა თუ არა არჩევნების შედეგებზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

ეს არასტაბილური მომენტია საქართველოსთვის. მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, უნდა გაიაზროს, რომ მის ქმედებებს შესაძლოა დაუყოვნებელი შედეგები ჰქონდეთ მის ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით. ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის უფლებას, ამას თუ აირჩევენ, მშვიდობიანად იპროტესტონ და საქართველოს შესაბამის ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას.

საჭირო თუ იქნება, დამატებით ცვლილებებს შევიტანთ ჩვენს ორპარტიულ კანონპროექტში, “ქართველი ხალხის აქტში”, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესის თაღლითობისთვის და მანიპულაციისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. აშშ-ის სენატი სრულიად ერთგულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაში”,-ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა