ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

შვედეთის პრემიერი - ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების სახელით, არ საუბრობს შვედეთის სახელით, შესაძლოა, საუბრობს რუსეთის სახელით

ნახვები: 589 შვედეთის პრემიერი - ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების სახელით, არ საუბრობს შვედეთის სახელით, შესაძლოა, საუბრობს რუსეთის სახელით

ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველოში არჩევნები სწორად არ წარიმართა, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

„უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ რუსული გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, შეაჩეროს ევროპასთან დაახლოება, რაც ხალხის ნებაა. ამას უნდა მოყვეს შედეგები. ჩვენ არ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც ჩვენ ვდგავართ“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

კრისტერსონი ასევე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ არჩევნები საქართველოში იყო თავისუფალი და დემოკრატიული.

„ის არ საუბრობს ევროპის ქვეყნების სახელით, არ საუბრობს შვედეთის სახელით, შესაძლოა, ის საუბრობს რუსეთის სახელით, მაგრამ ის არ საუბრობს ჩვენი, დანარჩენების სახელით“, – აღნიშნა კრისტერსონმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მოლდოვაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნებიც არ წარიმართა სწორად.

„ყველაფერი ასევე მიუთითებს მასშტაბურ დარღვევებზე. ეს არის ორი ქვეყანა, რომელიც ახლა დგას ზუსტად რუსულ გავლენასა და ევროპულ, დემოკრატიულ გავლენას შორის მიმდინარე ომის შუაგულში. მე ვიტყოდი, ეს უკიდურესად საგანგაშოა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ჟურნალისტმა ასევე კითხვა დაუსვა, ეშინია თუ არა შვედეთს, რომ საქართველოში, შესაძლოა, ბელარუსის მსგავსი ვითარება მიიღონ, რაზეც კრისტერსონმა აღნიშნა: „დიახ, რუსეთის ამბიციაა, შეაჩეროს ევროპასთან დაახლოება, ეს დიდი ხანია, მიმდინარეობს. ეს არ არის ომი ტრადიციული სამხედრო ფორმით, მაგრამ ეს არის ჰიბრიდული ომი ამ ქვეყნების წინააღმდეგ, რაც მას ნამდვილად საშიშს ხდის“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა