ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ნორდიკული ქვეყნები საქართველოს არჩევნებზე - ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს, დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ

ნახვები: 511 ნორდიკული ქვეყნები საქართველოს არჩევნებზე - ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს, დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ

ჩვენ, ნორდიკული ქვეყნები, ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს, დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების შესახებ ხსენებულ დარღვევებზე საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და არჩევნების დღეს, - ამის შესახებ ნორდიკული ქვეყნების განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ეს არსებითი მნიშვნელობისაა, რათა გაქრეს ეჭვები, რომლებიც საარჩევნო პროცესის სამართლიანობას შეექმნა.

„ნორდიკული ქვეყნები მყარად უჭერენ მხარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, რომელიც ერთობლივ ფუნდამენტურ ღირებულებებს ეყრდნობა.

ბოლო წლებში, ჩვენ მზარდი შეშფოთებით ვადევნებდით თვალს საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და მიღებული კანონმდებლობები მზარდად შორდებოდა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან შესაბამის გზას. კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული არჩევნების დაცვა არსებითი მნიშვნელობისაა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროგრესისთვის.

როგორც ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება გზას, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში დამსახურებული ადგილისკენ მიიყვანს. გავაგრძელებთ საქართველოში მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას და საქართველოს მთავრობას მისი ქმედებების შესაბამისად განვსჯით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები: ლარს ლოკე რასმუსენი (დანია), ელინა ვალტონენი (ფინეთი), თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი (ისლანდია), ესპენ ბარტ ეიდე (ნორვეგია), მარია მალმერ სტენეგარდი (შვედეთი).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა