ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის

ნახვები: 462 თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის

თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence. მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, თიბისის სამუშაო პროცესების გამარტივებასთან ერთად, რეგიონში წამყვანი პოზიციის გამყარებაში უწყობს ხელს.

Atlassian Intelligence-ის ინოვაციური ხელსაწყოების დანერგვა, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, თიბისის გუნდის წევრებს დროის დაზოგვაში ეხმარება ისეთ რუტინულ საქმიანობაზე, როგორიცაა: ავტომატიზაციის წესების გაწერა, დავალებების გენერირება და კონტენტის შეჯამება. როგორც თიბისის IT მმართველობის ლიდერი, გიორგი ციცქიშვილი ამბობს, ინტეგრაციამ გუნდების პროდუქტიულობა გაზარდა და მათ სტრატეგიულ პროექტებზე ფოკუსირების შესაძლებლობა მისცა.

სწორედ საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, Atlassian-ის მიწვევით, თიბისიმ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციაში - Team '24 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბარსელონაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, თიბისის გუნდის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთი მხრივ, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, Cloud-ზე მიგრაციის შესახებ საკუთარი გამოცდილება მონაწილე კომპანიებისთვის გაეზიარებინათ.

როგორც თიბისის ტექ გუნდი გვიყვება, კონფერენციის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი - Rovo ხელსაწყოს წარდგენა იყო. AI-ზე დაფუძნებული პროდუქტი, გუნდებს მონაცემების ანალიზში მნიშვნელოვნად დაეხმარება და ის გადამწყვეტი ინსტრუმენტი იქნება იმისთვის, რომ მათ სწრაფად და მარტივად მართონ მონაცემები სხვადასხვა პლატფორმაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა