სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

HarrisX ეგზიტპოლზე: ცესკოსთან სტატისტიკურად აუხსნელი აცდენები ხმების 8%-ზე მეტს მოიცავს

02.11.2024 ნახვები: 219

ამერიკული კომპანია HarrisX, რომელმაც მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩაატარა, საბოლოო ანალიზს აქვეყნებს და მიუთითებს, რომ ცესკოს მონაცემებში სტატისტიკურად აუხსნელი აცდენები კითხვებს აჩენს, რაც მოიცავს მინიმუმ 27 ოლქში სულ მცირე 172 523 ხმას, რაც ჯამური ხმების 8%-ზე მეტია.

HarrisX-მა ეგზიტპოლი საქართველოს 11 რეგიონში, 125 საარჩევნო უბანზე ჩაატარა და 12 007 ადამიანი გამოჰკითხა. საარჩევნო უბნები შემთხვევითობის პრინციპით აირჩა მოსახლეობის პროპორციული გადანაწილებით. ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი +/- 0.9% იყო.

კომპანია აღნიშნავს, რომ მთავარი არხისთვის ჩატარებული ეგზიტპოლის ანალიზმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით გამოავლინა 8%-იანი შეუსაბამობა, რაც ვერ აიხსნება სტატისტიკური გადახრით, რაც ხმის მიცემის პროცესში დარღვევაზე მიუთითებთ.

HarrisX აღნიშნავს, რომ მათ საქართველოს 73 ოლქიდან, ოკუპირებული ტერიტორიებისა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გამოკლებით, გამოყვეს 27 ოლქი, სადაც ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის დიდი შეუსაბამობა დაფიქსირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ზოგიერთ ოლქში სხვაობა სტატისტიკურად შეუძლებელია. მაგალითად მოყვანილია მარნეული. ანალიზში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ ოლქში ქართულმა ოცნებამ 2020 წლის არჩევნებზე ხმების 48% მიიღო. HarrisX ეგზიტპოლის თანახმად, ქართულმა ოცნებამ 2024-ში მარნეულის ოლქში ხმების 40% მიიღო, თუმცა ცესკოს ინფორმაციით, მმართველ პარტიას ხმების 80% დაუფიქსირდა. HarrisX-ის ეგზიტპოლის მონაცემებსა და მარნეულში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს შორის 40%-იანი განსხვავება, როგორც კომპანიაში განმარტავენ, წარმოუდგენელი და შეუძლებელია.

"ჩვენ ვხედავთ სტატისტიკურად აუხსნელ შეუსაბამობებს, რაც შეადგენს ხმების საერთო რაოდენობის 8 პროცენტზე მეტს, ანუ სულ მცირე 172,523 ხმას, რომელიც მოდის მინიმუმ 27 საარჩევნო ოლქზე.

HarrisX-მა შედარებითმა ანალიზმა აჩვენა უჩვეული ცვლილება 2020 წლის და 2024 წლის არჩევნების შედეგებს შორის, ასევე ეგზიტპოლსა და ცესკოს ოფიციალურ შედეგებს შორის სხვაობა ვერ აიხსნება სტატისტიკური გადახრითა და "უარი პასუხზე" მონაცემის მიკერძოებული ანალიზით. ეგზითპოლისა და ცესკოს ოფიციალური მონაცემების შეჯერებითაც, ქართული ოცნების საბოლოო 53.96% სტატისტიკურად შეუძლებელია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეგზიტპოლის შედეგები მიესადაგება ისე, რომ ისინი ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების სრულ პარამეტრებს ასახავდეს, არჩევნების საბოლოო შედეგი, რომლითაც ქართულმა ოცნებამ 53,96% მიიღო, უბრალოდ სტატისტიკურად შეუძლებელია", - ვკითხულობთ HarrisX-ს მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა