ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

4 ნოემბერი 19:00 საათი, შეკრების ადგილი დედაქალაქის მთავარი გამზირი - მზადება უწყვეტი აქციებისთვის

ნახვები: 530 4 ნოემბერი 19:00 საათი, შეკრების ადგილი დედაქალაქის მთავარი გამზირი - მზადება უწყვეტი აქციებისთვის

4 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე. გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად ათი ათასობით მოქალაქე დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიკრიბება. 

არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა - ეს ხალხის მთავარი მოთხოვნაა. მოქალაქეები სწორედ აქციაზე გაიგებენ ოპოზიციის გრძელვადიან გეგმას, რომელიც ახალი არჩევნების ჩასანიშნად კოორდინირებულ ბრძოლას გულისხმობს.

ხვალიდან საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნოთ უწყვეტი საპროტესტო აქციები იწყება, ამიტომ დღეს მასშტაბურ დემონსტრაციამდე ერთი დღით ადრე პრო დასავლური ოპოზიცია ბოლოჯერ შეიკრიბა. ქუჩის პროტესტთან ერთად, გრძელდება გაყალბების ფაქტების საერთაშორისო პარტნიორებისთვის გადაცემა და კოორდინაცია პრეზიდენტთან, რომ არალეგიტიმური არჩევნების აღიარება დასავლეთში არ მოხდეს.

ამ დრომდე არც ევროკავშირს, არც ბრიტანეთს და არც ამერიკის შეერთებყლ შტატებს არჩევნების შედეგები არ უღიარებია. ხალხის ხმების დასაცავად უკვე არსებობს გეგმა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ შეეგუებიან და ოლიგარქის ხელისუფლებას წინ უკომპრომისო ბრძოლა ელოდება. 

 

ფოტო: რადიო თავისუფლება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა