ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს - მადლობა, რომ გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ, კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას

ნახვები: 513 ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს - მადლობა, რომ გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ, კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას

მადლობა, რომ ეს დღეები გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ, კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას - აბა რა, ასე ანგარიშვალდებულები უნდა ვიყოთ, რომ ყოველთვის ვიყოთ ფორმაში , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამი ოპოზიციური გაერთიანება ახლა სცენაზე ერთად დგას და „მეცადინეობენ ბრძოლაში, ერთად დგომაში და ერთობლივ-ეროვნულ წინააღმდეგობაში, რომელიც ყოველდღიური იქნება.“

„მადლობა, რომ ეს დღეები გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ. კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას - აბა რა, ასე ანგარიშვალდებულები უნდა ვიყოთ, რომ ყოველთვის ფორმაში ვიყოთ. აბა სცენაზე დაგვაკვირდით - ყველას თვეობით, დაჟინებით გვყავს ერთმანეთი ნალანძღი და ახლა გვამეცადინებენ კოალიციურ მმართველობაში. როგორც კი პატიოსან არჩევნებს ჩავატარებთ და კოალიციური ხელისუფლებით მოვალთ, ვერცერთი პარტია ვერ გაქაჩავს თავისკენ საბანს. ჩვენ უკვე ნამეცადინები ვიქნებით - იმიტომ რომ აქ ვდგავართ და ვმეცადინეობთ ბრძოლაში, ერთად დგომაში და ერთობლივ-ეროვნულ წინააღმდეგობაში, რომელიც ყოველდღიური იქნება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე და მოლდოველ ხალხს ამ არჩევნებში რუსების დამარცხება მიულოცა.

„ახლა მინდა ყველას სახელით მოლდოველ ხალხს და ქალბატონ სანდუს მივულოცო გამარჯვება და რუსეთის დამარცხება მოლდოვაში. აქაც დავამარცხებთ.

რა მაგარია, რომ ამდენი ხალხი ვდგავართ ყოველგვარი კოორდინატორების, კაპიტნების და ვიღაც ქარაქუცების დაძახილის გარეშე. მთელი მსოფლიო გვიყურებს გატყდნენ თუ არა ქართველებიო. ამიტომ შევქმენით ჩვენ საკოორდინაციო შტაბი, რომ ყველა ნაბიჯი ავწონ-დავწონოთ.

ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა. ჩვენ ღმერთთან, ხალხთან და მსოფლიოს წინაშე ვართ მართლები. ამ სიმართლით გავიმარჯვებთ - არავინ მოგვისყიდია, არავისთვის ფული არ გადაგვიხდია, არავისთვის არაფერი ჩაგვიყრია და არაფერი გვიმამაძაღლია, როგორც შეიძლებოდა ისე ვიბრძოდით - შიშველი ხელებით“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა