ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ბადრი ჯაფარიძე - არჩევნების მიტაცების დასამტკიცებლად უამრავი ფაქტია წარმოდგენილი

ნახვები: 465 ბადრი ჯაფარიძე - არჩევნების მიტაცების დასამტკიცებლად უამრავი ფაქტია წარმოდგენილი

ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო 26 ოქტომბერს და ხმა მისცა პროდასავლურ ოპოზიციას, მაგრამ ეს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა. შესაბამისად, ახლა იქნება ამაზე საუბარი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს, 8 ქვეყნის ევროპული ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, „არჩევნების მიტაცების დასამტკიცებლად უამრავი ფაქტია წარმოდგენილი, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ დაბრმავებული აქვს თვალები, ის არის მიმტაცებელი და ამ ფაქტებს უგულებელყოფს“.

„უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მაღალი რანგის პარლამენტარების ჯგუფი ჩამოსულია იმისთვის, რომ ადგილზე გაეცნოს ვითარებას, რომელიც შეიქმნა გაყალბებული არჩევნების შემდგომ, რომ მათ ეს შეფასება გააცნონ თავიანთი ქვეყნების პარლამენტებს და შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეხვედრები გამოვიყენოთ ინფორმაციის მისაწოდებლად, სამსჯელოდ, თუ რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს, ერთხელ და სამუდამოდ, ის პერსპექტივა, რომელიც ამავდროულად ისტორიული შანსია, რომელიც ახლა ჩვენს ხელთაა და „ქართული ოცნება“ ცდილობს გაყალბებული არჩევნებით ის დაგვაკარგვინოს. ამიტომ, ჩვენი შეხვედრა სწორედ ამას მიეძღვნება - შემდგომი ნაბიჯები, ერთობლივი მოქმედება იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა იგრძნოს ის მხარდაჭერა, რომელიც მას მუდმივად აქვს ევროკავშირისგან,დასავლელი პარტნიორებისგან. ეს მხარდაჭერა იქნება ზრდადი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა