ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა

ნახვები: 503 ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის გზას ჩემი ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ჭარბი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო ხარჯების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, დეპარტამენტი მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა.

„მცირე მთავრობა, მეტი ეფექტურობითა და ნაკლები ბიუროკრატიით, იქნება შესანიშნავი საჩუქარი ამერიკისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების 250 წლისთავზე. დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებას მიაღწევენ! ”- განაცხადა ტრამპმა.

ილონ მასკის თქმით კი ახალი დეპარტამენტი შოკისმომგვრელი იქნება იმათთვის, ვინც ჩართულია სამთავრობო რესურსების გაფლანგვაში.

„ეს შოკისმომგვრელ ტალღებს გადასცემს სისტემას და ნებისმიერს, ვინც მონაწილეობს სამთავრობო გაფლანგვაში, რაც უამრავი ადამიანია!“ - აღნიშნა მასკმა.

მილიარდერი მეწარმის, ილონ მასკის კომპანიების შემადგენლობა მოიცავს ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს, სოციალური მედიის პლატფორმა X-ს და სარაკეტო კომპანია SpaceX-ს.

რამასვამი ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც კენჭს იყრიდა „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის, მაგრამ მოგვიანებით საარჩევნო რბოლას გამოეთიშა და მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა