ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ეკა გიგაური - კითხვები აღარაა, რომ ბევრი პრობლემა იყო და სხვადასხვა სქემა გამოიყენებოდა არჩევნების გასაყალბებლად

ნახვები: 469 ეკა გიგაური - კითხვები აღარაა, რომ ბევრი პრობლემა იყო და სხვადასხვა სქემა გამოიყენებოდა არჩევნების გასაყალბებლად

კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დროს ძალიან ბევრი პრობლემა იყო და გამოიყენებოდა სხვადასხვა სქემა, რომ გაყალბებულიყო არჩევნები - ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები და დღეს უკვე საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ელჩთან საუბრისას მესამე სექტორის მხრიდან აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას.

„ჩვენ ვსაუბრობდით 26 ოქტომბრის არჩევნებზე. პრინციპში რისი თქმაც შეიძლება ამ ეტაპზე არის ის, რომ კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების დღეს ძალიან ბევრი პრობლემა იყო და გამოიყენებოდა სხვადასხვა სქემა, რომ არჩევნები გაყალბებულიყო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები, რა ხდებოდა არჩევნების დღეს და დღეს უკვე საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ მივდივართ წინ. ჩვენი მხრიდან ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც იქნება დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც...”, - განაცხადა გიგაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა