ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ანა წითლიძე - ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

ნახვები: 496 ანა წითლიძე - ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

დღეს პრობლემა არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობა, დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა, ოლიგარქიული რეჟიმი, დიქტატორისკენ სწრაფვა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

„ჩვენ ვიცით, როგორიც არის ივანიშვილის სტილი, მას ეხერხება რაღაც პრობლემა შექმნას, შემდეგ ამ პრობლემის მოგვარებაზე ივაჭროს უფრო დიდი პრობლემის გადასაწყვეტად თავისთვის, ამიტომ მცდელობა, რომ დღეს ის პრობლემები, რაც ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე აქვს, მხოლოდ ორი კანონის [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის“] გაუქმებაზე დაიყვანო, არ არის ის, რაც ამ ქვეყანას უჩერებს ევროპულ მომავალს. დღეს პრობლემა არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობა - დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა, ოლიგარქიული რეჟიმი, დიქტატორისკენ სწრაფვა, „ქართული ოცნების“ ხელში არსებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, სასამართლო, პროკურატურა და ა.შ. რომელიც განვითარების შესაძლებლობას ამ ქვეყანას არ აძლევს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფერში არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს ქვეყანა დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას გააგრძელებს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა