ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - 26 ოქტომბრის არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით

14.11.2024 ნახვები: 452

26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან , - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ისარგებლა უთანასწორო “სათამაშო ველით” და გამოიყენა საკუთარი მნიშვნელოვანი რესურსები და "ომის შიში", როდესაც საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც “მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა” შეუძლია.

მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის, რადგან მისივე თქმით, დელეგაციამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა მათ „დაშინების კლიმატისა და ზეწოლის შესახებ“.

“26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცა ხმა. სამწუხაროდ, ეს არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. დარღვევები აღინიშნებოდა, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, საარჩევნო დღეს.

მინდა ამ დებატების შესაძლებლობა გამოვიყენო, უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ ჩვენი გულწრფელი მადლობა გამოვხატოთ ამ პარლამენტის მიმართ, რომლის 7 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია ხუთ ქვეყანას, ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა და არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდა. თქვენმა დელეგაციამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა დაშინების კლიმატისა და ზეწოლის შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში აღინიშნებოდა.

საშუალება მომეცით თავიდანვე ეს ხმამაღლა და ცხადად ვთქვა: ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. მმართველმა პარტიამ ისარგებლა უთანასწორო “სათამაშო ველით”, მან გამოიყენა მისი მნიშვნელოვანი რესურსები და ომის შიში, როდესაც საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც “მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა” შეუძლია”, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, მმართველი პარტია დეზინფორმაციას ავრცელებდა, როდესაც ამბობდა, თითქოს საქართველო წინ მიიწევდა მის ევროკავშირის გზაზე და აღნიშნული ტაქტიკა ოპოზიციის წინააღმდეგ წარმატებული აღმოჩნდა.

"ასევე არცელებდა დეზინფორმაციას, როდესაც ამბობდა, თითქოს საქართველო წინ მიიწევდა მის ევროკავშირის გზაზე. ეს ტაქტიკები წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დანაწევრებული დარჩა და მსგავსი რესურსები არ გააჩნდა.

არჩევნების შემდეგ რამდენიმე ათასი საქართველო მოქალაქე მშვიდობიან დემონსტრაციებზე შეიკრიბა და თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ შედეგებთან და არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი ევროპული დროშებით იყო. როდესაც ჩვენ დემონსტრანტების ხელებში ევროპულ დროშას ვხედავთ, ვიცით, რომ ეს ასევე, ჩვენც გვეხება და არა მხოლოდ მათ”, - განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა