ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დაინიუს ჟალიმასი - მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს

ნახვები: 449 დაინიუს ჟალიმასი - მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს

მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის პასუხი ძლიერი უნდა იყოს.

“საქართველოში არსებული ვითარების განხილვისას ორ საკვანძო პრინციპს უნდა გავყვეთ.

პირველი - მასიური საარჩევნო თაღლითობა, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება, რომლებიც ძალიან კარგად დოკუმენტირებულია ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მძიმე დარღვევაა. შედეგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი ხალხის ნება დამახინჯებულია და საარჩევნო შედეგები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.

მეორე - პლურალისტური დემოკრატია გარდაუვალად მოიაზრებს ორივე - ოპოზიციისა და პოზიციის - არსებობას დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. ამასობაში, დემოკრატიული ძალების პროტესტის შემდეგ საქართველოს ახალი პარლამენტი ერთპარტიულ ორგანოდ რჩება. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ შეიძლება აღიარებულ იქნას ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად.

ჩვენი პასუხი ძლიერი უნდა იყოს. პირველი - მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება და მოვითხოვოთ საარჩევნო თაღლითობისთვის პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. მეორე - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს ჩვენი შესაძლებლობაა დავიცვათ საერთო ევროპული ღირებულებები და მხარში დავუდგეთ თავისუფალ ქართველ ხალხს,” - განაცხადა ჟალიმასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა