ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დონალდ ტრამპმა გენპროკუროსის და ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტებზე კანდიდატურები დაასახელა

ნახვები: 525 დონალდ ტრამპმა გენპროკუროსის და ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტებზე კანდიდატურები დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე კონგრესმენს ფლორიდის შტატიდან, მეთ გეთსს წარადგენს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„მეთი დაიცავს ჩვენს საზღვრებს, დაშლის კრიმინალურ ორგანიზაციებს და აღადგენს ამერიკელების ძლიერ შელახულ რწმენას და ნდობას იუსტიციის დეპარტამენტის მიმართ“, - აღნიშნა ტრამპმა.

გეთსი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გენერალური პროკურორის პოსტზე იმსახუროს.

ასევე, დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად კონგრესის ყოფილი წევრი, ტულსი გაბარდი დაასახელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ტულსი გაბარდი აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას „უშიშარ სულისკვეთებას“ მოუტანს.

„ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ტულსი იბრძვის ჩვენი ქვეყნისა და ყველა ამერიკელის თავისუფლებისთვის. მე ვიცი, რომ ტულსი ჩვენს სადაზვერვო საზოგადოებას მოუტანს უშიშარ სულისკვეთებას დაიცავს რა ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს და უზრუნველყოფს მშვიდობას სიმტკიცის მეშვეობით. ტულსი ყველას ამაყს გაგვხდის!“- განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა