ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

ნახვები: 507 საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 13 ნოემბერს „ჯვაროსნებმა“ საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.

წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი გუნდი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.

დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო შეხვედრებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი);

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), საბა კვირკველია („დინამო თბილისი“), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო თბილისი“);

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა