ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მამუკა ხაზარაძის - პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ „დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს“

ნახვები: 408 მამუკა ხაზარაძის - პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ „დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს“

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ „დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს“.

როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, ამ აპარატებსა და დოკუმენტაციაში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს „სისტემურ დანაშაულს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით“.

„26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისთანავე „ძლიერმა საქართველომ“ ოფიციალურად მიმართა ცესკო-ს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ქვითრების გახსნასთან დაკავშირებით, რათა მომხდარიყო შედარება სიებსა და ვერიფიკაციის აპარატში გავლილ, რეგისტრირებულ გვარებს შორის.

ეს მოთხოვნა დავაყენეთ საქართველოს 73-ვე ოლქში, საიდანაც უარი მივიღეთ. საარჩევნო ადმინისტრაციის უარი გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ასევე სააპელაციო სასამართლოში. ამის შემდეგ, 73-ვე ოლქის მიერ შეჯამებული არჩევნები გავასაჩივრეთ ცესკო-ში, ხოლო ცესკოს უარი - თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დღეს საბოლოოდ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს. ცესკო-მ პროკურატურას გამოძიება დააწყებინა არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიტიკურ ლიდერებს ატარებენ გამოკითხვაზე. რეალურად კი, ეს იმიტომ მოხდა, რომ პროკურატურას დაეყადაღებინა ყველა აპარატი და საარჩევნო დოკუმენტაცია, რაც განახორციელა და დალუქა სპეციალურ საწყობში. ამ აპარატებსა და დოკუმენტაციაში არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სისტემურ დანაშაულს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებასთან დაკავშირებით. საფუძვლიანი ეჭვია, რომ მიმდინარეობს დანაშაულის კვალის დაფარვა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არჩევნები არის მიტაცებული! ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური! ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, „რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა”.

პროკურატურის ინფორმაციით, ვინაიდან გამოძიებით დგინდება, რომ ვერიფიკაციის აპარატები მუშაობს კომპლექსური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რაც ტექნოლოგიურად და პროგრამულად უზრუნველყო ამერიკაში ლიცენზირებულმა კომპანია - „სმარტმატიკმა“, ვერიფიკაციის აპარატებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი საექსპერტო კვლევები, აღნიშნული კომპანიის ჩართულობით განხორციელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა