ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პრემიერი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას პარლამენტში შესვლა მაინც მოუწევს

ნახვები: 516 პრემიერი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას პარლამენტში შესვლა მაინც მოუწევს

პრემიერი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას პარლამენტში შესვლა მაინც მოუწევს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ის განცხადებები, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ნაცმოძრაობამ და "ახალმა" დაწერეს, არაკანონიერია.  

მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა. ასეთი რაღაც მოხდა, თქვენ იცით, რომ ნაცმოძრაობამ და „ახალმა“ კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით და ეს გააკეთეს ერთი მარტივი მიზეზით, ეს განცხადებები არ არის კანონიერი, არ არის ლეგიტიმური, მათ ეს გააკეთეს იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ ამ განცხადების დაწერა. სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ მათ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა, - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ  4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას და "ოცნებასთან" თანამშრომლობას არ გეგმავს. მათი თქმით, ამით ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა