ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ნიკა მელია - ცივა?! მერე რა! გაწვიმდება?! მერე რა! აცივდება?! მერე რა!

18.11.2024 ნახვები: 451

ცივა?! მერე რა! გაწვიმდება?! მერე რა! აცივდება?! მერე რა! - უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.

მისი თქმით, გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა.

მელიას განცხადებით, დღევანდელი არაორდინალური საპროტესტო შეკრება იქნება, ალბათ, ერთ-ერთ ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ შეუჩერებელი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით.

“ჩვენ გვჯერა, დღევანდელი დღე, დღევანდელი არაორდინალური საპროტესტო შეკრება იქნება, ალბათ, ერთ-ერთ ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით. ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, სანამ არ ჩამოვანგრევთ და ქუჩა, გამზირი არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი ახლა ჩვენს ხელთ და ეს პროცესი აღარ შეჩერდება. ეს პროცესი დასრულდება განმარჯვებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას როგორც წარსულის, ასევე, აწმყოს და მომავლის წინაშე. ცივა? მერე რა! გაწვიმდება?! მერე რა! აცივდება?! მერე რა! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს?! თბილისის ქუჩები გადაიკეტება?! გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნება. ამიტომ უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში. მაშასადამე, გელოდებით მეგობრებო, ყველას ამ ლოკაციაზე. გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა. ამ ნაბიჯების გადადგმის დღე დღეს იყო, მაგრამ ეს დღე პირველი დღეა და არა უკანასკნელი, “ - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და მათ, აქციის მონაწილეებთან ერთად, ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.

ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებისა და სკამების საშუალებით გზა ჰქონდათ ჩახერგილი.

მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით ამარაგებდნენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა