ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ლევან ბეჟაშვილი - თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება

ნახვები: 536 ლევან ბეჟაშვილი - თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება

კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და თუ საკონსტიტუციო არ მიიღებს სარჩელს, ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება არჩევნების კონსტიტუციურობა და ამ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმები, რომლებმაც საქართველოს ასიათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა უზრუნველყვეს.

„კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 34-მა მოქმედმა წევრმა შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი და მნიშვნელოვანია, რომ ვასაჩივრებთ მთლიანად არჩევნების კონსტიტუციურობას და ამ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებმაც საქართველოს ასიათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა უზრუნველყვეს.

პარლამენტის სამანდატო კომისია ვალდებული იქნება რეგისტრაციაში 150-ვე დეპუტატობის კანდიდატი არ გაატაროს, ვინაიდან არჩევნების კონსტიტუციურობაზე სასამართლოში დავა იქნება.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს ამ სარჩელს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდება და დადასტურდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ქვეყანაში რეალურად არ არსებობს და ესეც კიდევ ერთი დამატებითი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა