ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მორიგი აქცია გაიმართება

24.11.2024 ნახვები: 487

24 ნოემბერს, 21:00 საათზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბება, საიდანაც საქართველოს პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობას გამართავს. თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული მოქალაქეები, ამის შემდგომ კი, დედაქალაქის მასშტაბით მანქანებით მსვლელობა გაიმართება, - აღნიშნული განცხადება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე გააკეთა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გმირთა მოედანზე სამოქმედო გეგმის სახით გაკეთებული განცხადება მთლიანად, პროდასავლური ოპოზიციის სახელით გაკეთებული განცხადებაა.

„დღეს, როგორც იცით, 22:00 საათამდე ვართ აქ, არ ვიძვრებით აქედან, მაგრამ ახლა, მინდა პუნქტობრივად გაგაცნოთ პროდასავლური ოპოზიციის საერთო განცხადება 24 და 25 ნოემბრის დღესთან დაკავშირებით.

24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით, აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, რეგიონებიდან შემოგვიერთდება მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. 21:00 საათზე, შეკრების შემდგომ, ჩვენ ფეხით მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს. დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები, რომელიც ჩამოვა „რესპუბლიკის მოედანზე“ , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ავტომობილები, რომელიც შეიკრიბება „თავისუფლების მოედანზე“ შემდგომი ღამის, დაახლოებით, 2 საათის მანძილზე, მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით იმისთვის, რომ ამ მანქანების მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოხვიდეთ „რუსთაველზე“.

კიდევ ერთხელ, თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“ გვინდა გამოვუცხადოთ, რომ თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ თავყრილობას ხვალ, ეს იქნება თვითგამოცხადებული ადამიანების შეკრება და მეტი არაფერი. ამას მათი მხრიდან არაფერი საერთო არ ექნება არც საქართველოსთან, არც კონსტიტუციასთან, არც პარლამენტთან“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მან მოქალაქეებს ორშაბათს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა ვთხოვო ყველა პატრიოტ ქართველს, ორშაბათი დღე დაეთხოვეთ სამსახურიდან, გამოაცხადეთ თქვენთვის უქმე დღე, აიღეთ შვებულება ეს ერთი დღე და მიუძღვებით საქართველოს, ჩვენ სამშობლოს. ბოლოს, გავიმეორებ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რას იზამს ევროპა, რას იზამს ამერიკა, დადგა დრო დავსვათ კითხვა - რისთვის ვართ მზად, ჩვენ, რას ვიზამთ ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის?! ძალა ერთობაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, -აღნიშნა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა