ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

ნიკა მელია - როგორ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს?

ნახვები: 541 ნიკა მელია - როგორ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს?

როგორ შეიძლება თეორიულად იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? - გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა.

ნიკა მელიას განცხადებით, ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება.

„როგორ შეიძლება თეორიულად იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია. ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოიშალოს ეს რეჟიმი, რათა იძულებულები გახდნენ, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს. მანამდე ვარყიოთ, ვარყიოთ, ვარყიოთ, მოძრაობა ცვლილებებისთვის“, - აღნიშნა მელიამ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროცესებს, მელიამ განმარტა, რომ „ეს არ არის პარლამენტი, არამედ ეს არის სანოტარო ბიურო“.

„პარლამენტში შესული ხალხი არ ასახავდა და არც მომავალში აპირებს ასახოს ქართველი ხალხის ინტერესი. რაც შიგნით და გარეთ ხდება, ეს დაპირისპირება გაგრძელდება მანამ, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ შიგნით თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლებას. ეს არის მიზანია. როდის იქნება ეს? - ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიური ბრძოლა. ეს ხალხი არც აპირებს პრეტენზია ჰქონდეთ განვითარებულ სახელმწიფოზე, მრავალფეროვნებაზე, ევროპულობასა და კოალიციურ მმართველობაზე“, - აღნიშნა მელიამ.

ამასთან, მან პარლამენტის თავმჯდომარის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე“ ოპოზიციის მხრიდან და ვნახავთ, „შალვა ნათელაშვილივით როგორ მოიქცევა ზოგიერთი”.

„მთელი ცხოვრება რომ იცხოვროს, შალვა ნათელაშვილთან ახლოს ვერასდროს მივა პაპუაშვილი. მეორე - თუ აუცილებელია კიდევ დაწერა, დაიწერება განცხადებები“,- აღნიშნა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა