ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?
გაჯეტებზე დამოკიდებულება - არ დასაჯოთ ბავშვი! ემეგობრეთ და ეთანამშრომლეთ

ნიკა მელია - ახალი არჩევნებისთვის საჭიროა: არაღიარების შენარჩუნება მსოფლიოსგან, მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციისგან

26.11.2024 ნახვები: 450

პროცესის ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის „ოცნების“ მარტო დატოვება ე.წ. მე-11 მოწვევის პარლამენტში და არა გათითოკაცება და დამნაშავის ძებნა ოპოზიციაში,- ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მან ახალი არჩევნების მიღწევის რამდენიმეპუნქტიანი გეგმაც წარმოადგინა და აქციების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

„იმისთვის, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, საჭიროა: არაღიარების შენარჩუნება დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან.

მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციის მხრიდან - ეს პროცესი ჯერ არ განხორციელებულა! თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ დღეს ოპოზიციისგან, ზუსტად და პირველ რიგში, ამას.

ამ გზით უნდა მივიდეთ სრულ დელეგიტიმაციამდე, მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, სადაც ნებისმიერი შეძლებს, ვინც არ მოსწონს, ის არ აირჩიოს.

საპროტესტო მოძრაობაში განსხვავებული ხალხი ვართ, წარსულში ვერ ვთანხმდებოდით ბევრ საკითხზე, ვერ შევთანხმდებით ბევრ რამეზე მომავალშიც, მაგრამ ეს მომავალი ჯერ უნდა გვქონდეს, მომავლამდე უნდა მივიდეთ.

არ შემიძლია, არ გავაკეთო მცირე კომენტარი, ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ პროცესში სოციალური კაპიტალის მოპოვებას სხვისი კრიტიკით, დამუნათებით ცდილობს, ან გუშინ თბილი სტუდიიდან აკრიტიკებდა, ჯერ კიდევ მიმდინარე ცუდ თუ კარგ აქციას.

ასეთი, სხვისი კრიტიკის ხარჯზე კაპიტალიზირებული საპნის ბუშტი ბევრი მინახავს, შემდეგ ასეთივე წარმატებით გახეთქილი და დღეს სახელებიც არ გვახსოვს.

ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ წამოსული კრიტიკაც ბევრი მინახავს, ხან მოქმედებისთვის გვაკრიტიკებდნენ, ხან უმოქმედობისთვის, ბრაზიც მესმის და მისი სუბლიმაციის სურვილიც, უბრალოდ ამ პროცესში მიზანი ნუ დაგვავიწყდება.“- განაცხადა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა