ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

მამუკა ხაზარაძე - მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს

28.11.2024 ნახვები: 510

დღეს ჩვენ, „ძლიერი საქართველოს” საპარლამენტო სიის წევრებმა ოფიციალურად გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი არალეგიტიმურ პარლამენტთან და ინდივიდუალური განცხადებებით უარი ვთქვით მანდატებზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართვაშია აღნიშნული.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია “ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „ახლა კეკლუცობის დრო არ არის“.

„პროდასავლურმა ოპოზიციამ 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მოიგო - „ქართული ოცნება” დამარცხდა. ოლიგარქმა რუსული სპეცოპერაციის გზით, ტოტალურად გააყალბა არჩევნები და მიიტაცა ხალხის ხმა! ის გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან და ბოლომდე დაადგა ქვეყნის იზოლაციის გზას.

დღეს ჩვენ, “ძლიერი საქართველოს” საპარლამენტო სიის წევრებმა ოფიციალურად გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი არალეგიტიმურ პარლამენტთან და ინდივიდუალური განცხადებებით უარი ვთქვით მანდატებზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, იმ ასობით ათას ადამიანს, ვინც ქვეყნისა და საკუთარი მომავალი გვანდო. ეს ნდობა ჩვენთვის იმდენად ძვირფასი და საპასუხისმგებლოა, რომ არ გვაქვს უფლება ის არჩევნების მიმტაცებელ გამყალბებლებსა და „შულერებს” დავუკავშიროთ.

მნიშვნელოვანია “ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს - ვიმეორებ ყველამ! - აქ გამონაკლისი არ არსებობს!ახლა კეკლუცობის დრო არ არის! ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას! ახლა ერთიანობის და ბრძოლის დროა!

თუ რამ გვაქვს ქართველებს საამაყო, ეს ისტორიაა, რომელიც თავიდან ბოლომდე ხალხის თავდადებასა და სიმტკიცეზე დგას. სწორედ ეს სიმტკიცე გვჭირდება ახლა, როგორც არასდროს, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა!

ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ალტერნატიული პოლიტიკური სივრცის - ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნას გულისხმობს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს მოემსახურება და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გზით მოიპოვებს ახალ არჩევნებს.

ეს იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც გახდება ხიდი ქართველ ხალხსა და დემოკრატიულ, დასავლურ სამყაროს შორის, რომ ის მხარდაჭერა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება გვიცხადებს, კიდევ უფრო გაიზარდოს და კონკრეტულ მოქმედებაში გადაითარგმნოს.

ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთობა იმ პოლიტიკური ძალების, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა მოიპოვა!

შეთავაზება გაკეთებულია - გავერთიანდეთ ამ იდეის ირგვლივ და შევქმნათ ალტერნატიული სივრცე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვკარგავთ კოორდინირებული და მწყობრი მუშაობის შესაძლებლობას, როგორც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, ასევე ქვეყნის შიგნით.

საზოგადოება პროდასავლური კოალიციებისგან კოორდინირებულ მუშაობას ითხოვს!

ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს საზოგადოებასთან ამ გეგმის მიხედვით სამოქმედო სტრატეგიის შესამუშავებლად, რაც მოიცავს როგორც საპროტესტო ტალღის გაძლიერებას მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე საკოორდინაციო, სახალხო ცენტრების ფორმირებას და საზოგადოების კონსოლიდაციას ერთი მიზნისთვის - ახალი არჩევნების მოსაპოვებლად!

მე მჯერა საკუთარი თავის, საკუთარი გუნდის, ხალხის და მოქმედების ძალის - რადგან ნებისმიერი სირთულის გამოწვევა დაიძლევა მოქმედებით! შეუპოვრობით და ბოლომდე ბრძოლით! ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!“ - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის მიმართვაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა